ლონდონის “ჩელსი” ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” ნიჭიერი ფეხბურთელით მარკო გრუჟიჩით ინტერესდება – იუწყება ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport–ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბის სკაუტები მარკოს თამაშით მოიხიბლნენ და “არისტოკრატები” მზად არიან, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მასში 4 მილიონი ევრო გაიღონ.
19 წლის ცენტრალური ნახევარმცველი სერბული ფეხბურთის ერთ-ერთ ნათელ წერტილად მიიჩნევა. ის გასულ ზაფხულს სერბეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 20 წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
გრუჟიჩმა მიმდინარე სეზონში “ცრვენა ზვეზდას” რიგებში 16 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
“ჩელსის” გარდა, მარკოთი მილანის “ინტერიც” ინტერესდება.