ლონდონის “არსენალის” ესპანელი მცველი ექტორ ბელერინი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დღეს საღამოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
“მეთოფეების” ოფიციალური “თვითერის” ცნობით, 20 წლის ფეხბურთელს საზარდული აწუხებს და ის პირველი არაა, რომელიც “არსენალის” ლაზარეთში იმყოფება. არსენ ვენგერი ტრავმების გამო ტეო უოლკოტს, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს, აარონ რემსის, დანი უელბეკს და ტომაშ როსიცკისაც მოისაკლისებს.
“პრობლემებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ისეთივე კარგი თამაში ვაჩვენოთ, როგორც საშინაო მატჩში” - თქვა ვენგერმა ტრავმირებულებთან დაკავშირებით.
20 ოქტომბერს “არსენალმა” “ბაიერნი” ლონდონში 2:0 დაამარცხა.