ფეხბურთი

16:54 | 4.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა რევანშის მოლოდინშია

მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ “არსენალთან” დაპირისპირებამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდს სურს საკუთარი გულშემატკივრების წინაშე მატჩი მოიგოს.

“არსენალსა” და “ბაიერნს” შორის ჯგუფში პირველი დაპირისპირება ინგლისში “მეთოფეთა” გამარჯვებით (2:0) დასრულდა.

“არსენალი” ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ეს იქნება ახალი მატჩი ლონდონში წაგებული თამაშის შემდეგ. ეს იმ შეხვედრების კატეგორიაშია, რომლის მოგებაც საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გვსურს. მეტოქე ძლიერი გუნდია. მათ ფეხბურთელებს უყვართ ბურთის ფლობა და შემდეგ გრძელი პასებით ოლივე ჟირუს მომარაგება. შევეცდებით პრესინგი ვითამაშოთ და მეტოქეს შანსი არ მივცეთ. ჩემ გუნდს ვეუბნები, ყოველთვის შეუტიეთ როგორც შეგეძლებათ და შექმენით იმდენი შანსი რამდენიც შეგეძლებათ.” – განაცხადა ესპანელმა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში “ბაიერნის” რიგებში არიენ რობენი პირველად გამოჩნდება. მატჩი “ალიანს არენაზე” თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

0.117845