პორტუგალიის ნაკრებისა და “რეალის” ვარსკვლავის, კრიშტაინუ რონალდუს დედა, დოლორეშ ავეირუ აღიარებს, რომ თავისი შვილის დაბადება არ სურდა, ანუ კრიშტიანუზე აბორტის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ ღმერთმა ინება, რომ ის დაბადებულიყო.
“ჩვენი ოჯახისთვის არასასიამოვნო პერიოდი იდგა, ფინანსურად გვიჭირდა. ის არ იყო სასურველი ბავშვი, აბორტის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ ღმერთმა ეს არ ისურვა. კრიშტიანუმ იმდენი სიხარული მოგვიტანა... რაც დღეს გვაქვს, მისი მეშვეობით გვაქვს” – კრიშტიანუ რონალდუს დედის სიტყვები ესპანურ ას-ს მოჰყავს.