ფეხბურთი

15:26 | 4.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდის გაურკვეველი მომავალი

“ლოს ანჯელეს გალაქსის” ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ აშშ-ს ჩემპიონატის მომდევნო სეზონის შემდეგ, შესაძლოა კარიერა დაასრულოს.

“შესაძლოა ჩემი ბოლო სეზონი იყოს. არ მინდა შემდეგი სეზონის ბოლოს ასე ვფიქრობდე. კარიერის დასრულება მაღალ დონეზე მსურს. ამერიკაში დიდი სეზონია და აქ მხოლოდ 4 თვე ვითამაშე, თუმცა შემდეგ წელს უფრო უკეთესად წარმოვაჩენ თავს.” – განუცხადა ჯერარდმა “გალაქსის” ოფიციალურ ვებგვერდს.

Independent-ის ინფორმაციით კი ჯერარდი “ლივერპულში” დაბრუნებას აპირებს. ინგლისელი უკვე ელაპარაკა იურგენ კლოპს და უახლოეს მომავალში გერმანელ სპეციალისტს ინგლისში შეხვდება.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, ჯერარდი ამ ზამთარს “ლივერპულში” ივარჯიშებს. შესაძლოა, სტივენი განათხოვრების წესით “ლივერპულში” დაბრუნდეს, ისევე როგორც დევიდ ბექჰემი 5 წლის განმავლობაში ორჯერ გახლდათ “მილანში” განათხოვრებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11657