კალათბურთი

13:49 | 4.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესინა პიანიჯიანის ნაცვლად

“სან ანტონიო სპურზის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ეტორე მესინა იტალიის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების თავკაცად დაინიშნა. “გაზეტა დელო სპორტის” ცნობით, შეთანხმება უკვე მიღწეულია და ოფიციალურად, წლის ბოლომდე გაფორმდება.

მესინა ტეხასური კლუბში მუშაობასაც გააგრძელებს, ნბა-ს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კი, სრულად ევროპულ ამბებზე გადაერთვება და იტალიის ეროვნულ გუნდს 2016 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოამზადებს.

ეტორე “სკუადრა აძურას” დამრიგებლის პოსტზე არანაკლებ ცნობილ სიმონე პიანიჯიანის შეცვლის, რომელიც ნაკრებში მუშაობას ინსტრუქტორის რანგში გააგრძელებს.

0.1433