ინგლისის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზეა.
მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ მოგებულ (1:0) ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში ფეხბურთელმა ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე გაიტანა, კლუბში თავი 237-ედ გამოიჩინა, გუნდს სამი ქულა მოუტანა, თავად კი ბომბარდირთა სიაში დენის ლოუს გაუთანაბრდა.
პირველ ადგილზე სერ ბობი ჩარლტონი 249 გოლით გახლავთ. რუნი მოქმედი ფეხბურთელია და ინგლისელი მიმომხილველების აზრით, იგი არა მარტო ლოუს შედეგს გააუმჯობესებს, არამედ ჩარლტონის მიღწევასაც გადაფარავს.