ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მიუნხენის “ბაიერნთან” დაპირისპირებას კარგ ხასიათზე ხვდება და პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ პოზიტიური შედეგის მოლოდინშია.
გუნდებს შორის ჯგუფში პირველი დაპირისპირება ინგლისში “არსენალის” გამარჯვებით (2:0) დასრულდა.
“შევეცდებით წარმატებული თამაში გავაგრძელოთ. გვინდა მოწინააღმდეგესთან ისე ვიასპარეზოთ, როგორც ეს წინა მატჩში გავაკეთეთ. კვლავ დადებითი შედეგი გვინდა. ვაგრძელებთ განვითარებას, ეს გასულ კვირებშიც დავამტკიცეთ და გერმანელებთან მატჩი კარგი შანსია, რათა ვაჩვენოთ ჩვენი გუნდის აშკარა პროგრესი.” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
“არსენალს” შემადგენლობაში პრობლემები აქვს. ტრავმის გამო გუნდს არტეტა, ოსპინა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, რემზი, როსიცკი, უოლკოტი, უელბეკი, უილშირი და ბელერინი ვერ დაეხმარებიან.
“ბაიერნის” და “არსენალის” დაპირისპირება “ალიანს არენაზე” 23:45 საათზე დაიწყება.