ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) ერთეულთა კვალად, წყვილთა ბადის საწყისი რაუნდიც დასძლია.
მეტრეველის და ბელარუსი იარასლაუ შილას პირველ ნომრად განთესილმა წყვილმა თურქებს – ერუნს და იალჩინკალეს 7:6 (7:4), 7:5 სძლია.
მეოთხედფინალში ქართულ-ბელარუსული წყვილი უკრაინელი ალეკსეენკოს და ყაზახი ხასანოვის დუეტს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ერთეულებში ასევე პირველი რეიტინგის მქონე მეტრეველმა რუსი ალეკსანდრ ბობორიკინი 6:0, 6:1 დაამარცხა და მერვედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ბენჟამინ დოეს (ბელგია) ეთამაშება.