ფეხბურთი

19:52 | 3.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი შევჩენკო: “ლობანოვსკი, კაკა, ტერი...”

უკრაინული ფეხბურთელის ლეგენდამ, 2004 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელმა ანდრეი შევჩენკომ “სპორტ-ექსპრესთან” ბლიც-ინტერვიუში საყვარელი მწვრთნელი, საუკეთესო თანაგუნდელი და ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე ფეხბურთელი დაასახელა.

შევჩენკოს პასუხებში მაინცდამაინც ორიგინალური არაფერი ყოფილა:

მწვრთნელი: ვალერი ლობანოვსკი! ისეთ დიდ სპეციალისტებთან ვიმუშავე, როგორებიც კარლო ანჩელოტი და ჟოზე მოურინიუ არიან, მაგრამ ლობანოვსკი ჩემს პროფესიულ კარიერაში პირველი მწვრთნელი იყო. მან ბევრი რამ მასწავლა.

თანაგუნდელი: რთული არჩევანია, მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელები შემტევები არიან. მათგან რჩეული ჩემთვის არის ბრაზილიელი კაკა.

მოწინააღმდეგე: ჯონ ტერი. ის საუკეთესო მცველია, რომლის წინააღმდეგაც კი ოდესმე მითამაშია.

0.114678