ფეხბურთი

17:40 | 3.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის მე-11 ტურის სიმბოლური

პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის მე-11 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ორ-ორი მოთამაშეა “მანჩესტერ სიტიდან”, “საუთჰემპტონიდან”, “ევერტონიდან” და “ლივერპულიდან”, ხოლო “არსენალიდან”, “ლესტერიდან” და “უოტფორდიდან” თითო მოთამაშე მოხვდა.

მე-11 ტურის საუკეთესო გუნდი ასეთია:

მეკარე: ტიმ ჰოვარდი (“ევერტონი”);
მცველები: ლორან კოშელნი (“არსენალი”), მამადუ სახო (“ლივერპული”), რაიან ბერტრანი (“საუთჰემპტონი”), ნიკოლას ოტამენდი (“მანჩესტერ სიტი”);
ნახევარმცველები: იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”), რიად მაჰრეზი (“ლესტერი”), სტივენ დევისი (“საუთჰემპტონი”), ფელიპე კოუტინიო (“ლივერპული”);
თავდამსხმელები: ოდიონ იგალო (“უოტფორდი”), არუნა კონე (“ევერტონი”).

0.110302