საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2566) მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილი შეინარჩუნა და მხოლოდ ჩინელ მსოფლიოს ექსჩემპიონ ჰოუ იფანს (2683) და ინდოელ ჰამპი კონერუს (2583) ჩამორჩება.
ამ სამეულს კვალში ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2547), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2542), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2534), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2534), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2534), პია კრამლინგი (შვედეთი, 2524) და ჩჟაო ქსიუე (ჩინეთი, 2524) უდგანან.
ძაგნიძის გარდა, ქართველ ქალ მოჭადრაკეთაგან მოწინავე ასეულში არიან: 15. ბელა ხოტენაშვილი (2512), 16. ნინო ბაციაშვილი (2509), 21. ლელა ჯავახიშვილი (2479), 35. სალომე მელია (2452), 49. ნინო ხურციძე (2432), 59. მერი არაბიძე (2408), სოფიკო გურამიშვილი (2371) და 98. მაია ლომინეიშვილი (2365).
20 წლამდე გოგონათა ასეულში მხოლოდ ორი წარმომადგენელი გვყავს: 23. ნინო ხომერიკი (2308) და 85. ნატო იმნაძე.
საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერ ბაადურ ჯობავას 2668 პუნქტით 75-ე ადგილი უკავია. 20 წლამდე ვაჟთა ასეულში ჩვენებურთაგან არავინაა.
ვაჟთა მოწინავე ათეული ასე გამოიყურება: მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2850), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2803), ვიშვანათჰან ანანდი (ინდოეთი, 2803), ვლადიმერ კრამნიკი (რუსეთი, 2796), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2793), ფაბიანო კარუანა (აშშ, 2787), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2781), ლირენ დინი (ჩინეთი, 2781), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2778), უესლი სო (აშშ, 2767).