ჩოგბურთი

14:05 | 3.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

სამასეულში შესული მეტრეველი ანტალიის ტურნირის მოსაგებად იბრძოლებს

ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა, რომელიც თურქულ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი, საწყისი რაუნდი იოლად დასძლია.

მეტრეველმა რუსი ალეკსანდრ ბობორიკინი 6:0, 6:1 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ბენჟამინ დოეს (ბელგია) ეთამაშება.

წყვილებში მეტრეველს და ბელარუს იარასლაუ შილას ასევე პირველი განთესვა გააჩნიათ და მერვედფინალში თურქებს – ერუნს და იალჩინკალეს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდია, მეტრეველს შესამჩნევი პროგრესი აქვს და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებულ რეიტინგში 158 ქულით მე-300 პოზიციაზეა, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.

0.127462