ჩოგბურთი

13:50 | 3.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე ბრიტანულ ტურნირში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე დიდ ბრიტანეთში იმყოფება და ძალებს ლაფბოროს საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავს, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია.

ერთეულთა ბადის პირველ რაუნდში მარიამის მეტოქე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – ბრიტანელი ჰოლი ჰატჩინსონი იქნება. თუკი ქართველმა გოგონამ იმარჯვა, მერვედფინალში მე-3 ნომრად განთესილ ჩეხ კატერინა ვანკოვას და ამერიკელ კრისტინა სმიტს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

წყვილებში ბოლქვაძის და ბულგარელი ალეკსანდრინა ნაიდენოვას დუეტს მე-3 განთესვა გააჩნია. ისინი ბრიტანელებს ეპლტონს და აშგარს გაეჯიბრებიან.

ცნობისთვის, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში ბოლქვაძეს 42 ქულა აქვს და 579-ე ადგილზე იმყოფება.

0.115373