კალათბურთი

1:12 | 3.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის კლუბის მე-4 გამარჯვება

საფრანგეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურის დასკვნით მატჩში გიორგი ცინცაძის “გრაველინ-დიუნკერკმა” “ორლეანი” მიიღო და 71:53 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა მოედანზე 13 წუთი გაატარა და 1 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ცინცაძემ სამივე სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

“გრაველინ-დიუნკერკმა” 4 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და ლიდერებს – “ვილერბანს” და “სტრასბურგს” მხოლოდ თითო გამარჯვებით ჩამორჩება.

ცინცაძის კლუბი მომდევნო მატჩს 7 ნოემბერს, სტუმრად, “შალონთან” ჩაატარებს.

0.120209