საფრანგეთის ქალაქ ნანტში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი), რომელშიც ქართველი ჩოგბურთელები – სოფო შაფათავა და ოქსანა კალაშნიკოვაც ჩაებნენ.
საკვალიფიკაციო შეჯიბრის დაძლევა მხოლოდ შაფათავამ მოახერხა, რომელსაც პირველი განთესვა გააჩნდა. სოფომ პირველ რაუნდში დაისვენა, შემდეგ კი, რუს პოლინა მონოვას – 6:3, 6:4, ხოლო მე-8 რეიტინგის მქონე იტალიელ ალის მატეუჩის 6:3, 7:6 (8:6) სძლია.
ძირითად ბადეში შაფათავას მეტოქე “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგი ფიონა ფერო იქნება, ასე რომ, ქართველ ჩოგბურთელს წარმატებული სვლის გაგრძელების კარგი შანსი აქვს.
რაც შეეხება კალაშნიკოვას, მან გერმანელები – ნატალი პროესე (6:4, 6:2) და მე-5 ნომრად განთესილი ტამარა კოპრაჩი დაამარცხა – 7:6 (7:4), 4:6, 6:2, გადამწყვეტი მატჩი კი ფრანგ ხლოე პაკესთან (მე-2) 3:6, 4:6 წააგო.
წყვილთა ტურნირში შაფათავას და უკრაინელ ანასტასია ვასილიევას მე-2 განთესვა გააჩნიათ და ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან.
საინტერესოა, რომ მათ ჭიდილი კალაშნიკოვას და ლატვიელი ანასტასია სევასტოვას და რუს მონოვას და შვეიცარიელ ტეიხმანის წყვილებს შორის უმჯობესთან მოუწევთ.