კალათბურთი

19:21 | 2.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

დანკანი ნბა-ში 26 000-ქულიან ზღვარს გადასცდა

“სან ანტონიო სპურსის” ლიდერი ტიმ დანკანი ნბა-ს ისტორიაში მე-14 კალათბურთელია, ვინც ლიგაში 26 000-ქულიანი ზღვარს გადააბიჯა. ტიმმა ამის გაკეთება გუშინ ღამით “ბოსტონთან” 95:87 მოგებულ მატჩში მოახერხა, სადაც თავის გუნდს 7 ქულა შესძინა. ამ მატჩამდე დანკანს ნბა-ში 25 997 ქულა ჰქონდა ჩაგდებული.

ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეებს შორის დანკანი 26 004 ქულით მეთოთხმეტე ადგილს იკავებს.

0.128382