რომან ჭანტურიამ იტალიის პრიმავერაში "ემპოლის" რიგებში რომის "ლაციოსთან" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. 19 წლის ქართველმა ფორვარდმა შაბათს გამართულ შეხვედრაში რომაელ თანატოლებს სამი გოლი გაუტანა და მის გუნდს 3:1 მოაგებინა.
"ემპოლის" 19-წლამდელთა გუნდი პრიმავერას 14-გუნდიან C ჯგუფში 7 ტურის შემდეგ 16 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ "რომას" სამი ქულით ჩამორჩება, ჭანტურიამ კი ხუთ შეხვედრაში 7 გოლი მიითვალა.