დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” NCAA-ს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ, “მარტის სიგიჟის” მუდმივ მონაწილე “იუსი ირვინთან” საკონტროლო მატჩი გამართა და 10-ქულიანი მარცხი განიცადა, ქართველი კალათბურთელი კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.
სანაძის მონაგარი 19 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი გახლდათ. ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
“სან დიეგოს” მომდევნო მოსამზადებელი შეხვედრა 7 ნოემბერს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გუნდთან ექნება, რეგულარულს სეზონს კი 13 ნოემბერს, “ტროიანსთან” თამაშით გახსნის.