ფეხბურთი

14:05 | 2.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” კონტესა და მანჩინის კანდიდატურას განიხილავს

ლონდონის “ჩელსის” წარუმატებელი სერია გრძელდება და კლუბის ხელმძღვანელობაც აქტიურად ეძებს ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს შესაძლო შემცვლელს.

Corriere della Sera-ს ცნობით, ლონდონური კლუბის მწვრთნელობის კანდიდატთა შორის იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცი ანტონიო კონტე და მილანის “ინტერის” დამრიგებელი რობერტო მანჩინი არიან. ამასთან, პრიორიტეტ კანდიდატად “სკუადრა აძურას” მწვრთნელი ითვლება, რომელსაც იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე აკავშირებს.

“ჩელსიმ” პრემიერლიგაში ჩატარებული 11 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-15 ადგილზეა. გუნდი ვერც ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავს და სამი ტურის შემდეგ 4 ქულით მე-3 პოზიციაზეა. ლონდონელებმა ბოლო 4 თამაშიდან ერთი ფრედ დაასრულეს და ზედიზედ სამჯერ დამარცხდნენ.

0.102916