ფეხბურთი

1:30 | 2.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასკების წარმატებული დღე

ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის მესამე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. გაიმარჯვა ორივე ბასკურმა კლუბმა ("ბილბაომ" და "ეიბარმა"), ხოლო ანდალუსიელებს წარუმატებელი დღე ჰქონდათ, მათი ორი კლუბი დამარცხდა ("მალაგა" და "ბეტისი"), "გრანადამ" კი ქულის მოპოვება მოახერხა.

დღე “იპარუაზე” გამართული შეხვედრით გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა “ეიბარმა” მადრიდული “რაიო ვალეკანო” დიეგო ლორენტეს ავტოგოლის წყალობით დაამარცხა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

“ესპანიოლმა” შინ “გრანადა” მიიღო და ქულის მოპოვება მსაჯის მიერ მეოთხე დამატებულ წუთზე მოახერხა. ანგარიში ბაბინმა 58-ე წუთზე გახსნა, ხოლო 94-ე წუთზე “თუთიყუშებს” ქულა ფელიპე კაისედომ გადაურჩინა – 1:1.

“ხიხონი” საკუთარ მოედანზე “მალაგას” დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით იმარჯვა. მატჩის ერთადერთი გოლი 27-ე წუთზე “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფმა ალენ ჰალილოვიჩმა გაიტანა – 1:0.

დღის დასკვნითი და ყველაზე საინტერესო შეხვედრა “ბენიტო ვილამარინზე” შედგა. “ბეტისმა” “ბილბაოს” უმასპინძლა და ბასკეთში სამი ქულა გაატანა. სტუმრებმა პირველი ნახევარი ინიაკი უილიამსის დუბლით მოიგეს. 66-ე წუთზე რუბენ კასტრომ პენალტით ერთი ბურთი გაქვითა და შეხვედრა დაძაბა, ხოლო რაულ გარსიამ 87-ე წუთზე შეხვედრის ბედი გადაწყვიტა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება გაუფორმა – 1:3.

ეიბარი – რაიო ვალეკანო 1:0 (1:0)

ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (4-2-3-1): რიესგო, პანტიჩი, მ.დოს სანტოსი, კაპა, ხუნსა, ესკალანტე, დ.გარსია, ვერდი (ენრიჩი 60), ბერხონი (ინუი 75), კეკო, ბასტონი (კასტელიანო 88).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო, დ.ლორენტე, ზე კასტრო, რაცი, ტიტო (მანუჩო 70), ტრაშორასი, ბაენა, ხოზაბედი (პ.ერნანდესი 53), ებერტი (ბანგურა 65), ბებე, გერა.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლი: დ.ლორენტე (21 ს.კ.)
გაფრთხილებები: ენრიჩი, დ.გარსია – ებერტი, ბებე, გერა
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო

ესპანიოლი – გრანადა 1:1 (0:1)

ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ, ა.გონსალესი, როკო, დუარტე, რ.კორეა, კანიასი (სილა 63), დიოპი, ვ.ალვარესი (აბრაჰამი 71), ასენსიო, ჰ.პერესი, კაისედო.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

გრანადა (4-2-3-1): ა.ფერნანდესი, ლომბანი, ბაბინი, ფოლქიერი, ბირაგი (ს.რუისი 72), რ.პერესი, კრინი, მარკესი (ფ.რიკო 75), პიტი, საკსესი, ელ არაბი (როჩინა 49).
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი

გოლები: 0:1 ბაბინი (58), 1:1 კაისედო (94)
გაფრთხილებები: რ.კორეა, როკო – მარკესი, ლომბანი, ბირაგი, როჩინა, რ.პერესი, ბაბინი
გაძევება: რ.კორეა (68)
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

ხიხონი – მალაგა 1:0 (1:0)

ხიხონი, “ელ მოლინონი”

ხიხონი (4-2-3-1): კუელარი, ლ.ერნანდესი, ესპინოსა, ი.ლოპესი, ლორა, ს.ალვარესი, ომარი, ხონათანი (მენენდეში 76), პ.პერესი (ფრაილი 63), ჰალილოვიჩი, გერერო (აიტ-ატმანი 83).
მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი

მალაგა (4-3-3): კამენი, ალბენტოსა, ველიგტონი, როსალესი, ბოკა (ჩოპი 76), კამაჩო (ესპინიო 28), ტიგადუინი (დუდა 59), რესიო, ფორნალსი, ხ.კარლოსი, ჩარლესი.
მწვრთნელი: ხავი გრასია

გოლი: ჰალილოვიჩი (27)
გაფრთხილებები: ესპინოსა – ალბენტოსა, რესიო, ველიგტონი
მსაჯი: მატეუ ლაოსი

ბეტისი – ბილბაო

სევილია, “ბენიტო ვილამარინი”

ბეტისი (4-4-2): ადანი, ბ.გონსალესი, პეცელა, მოლინერო (ვარელა 56), პიცინი, ნ’დიაიე, სებალიოსი (მოლინა 82), პორტილიო (დიგარდი 46), ხოაკინი, რ.კასტრო, ვან ვოლფსვინკელი.
მწვრთნელი: პეპე მელი

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, დე მარკოსი (ბოვედა 51), ბალენსიაგა, სან ხოსე, ბენიატი (ელუსტონდო 88), რ.გარსია, უილიამსი (ლ.მარტინესი 78), საბინი, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 0:1;0:2 უილიამსი (8;45), 1:2 რ.კასტრო (66), 1:3 რ.გარსია (87)
გაფრთხილებები: სებალიოსი, ბ.გონსალესი – რ.გარსია, სან ხოსე, ლაპორტე, ეჩიტა
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი

თეგებილა ლიგა
0.288947