ინგლისის ჩემპიონატის მე-11 ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა, რომლებიც მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებებით დასრულდა.
“ევერტონმა” საკუთარ მოედანზე “სანდერლენდი” მიიღო და ოთხბურთიანი სხვაობით გაანადგურა. მერსისაიდელებმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგეს. ჟერარ დეულოფეუსა და არუნა კონეს გოლებს, მსაჯის მიერ მეოთხე კომპენსირებულ წუთზე ჯერმეინ დეფომ უპასუხა, ხოლო 50-ე წუთზე სტივენ ფლეტჩერმა სულაც გათანაბრება მოახერხა.
ამის შემდეგ, მასპინძლები დიდ უპირატესობას დაეუფლნენ, რაც ოთხ გატანილ გოლში აისახა. 55-ე წუთზე სებასტიან კოატესმა ავტოგოლი ჩაიწერა პასივში, რასაც ხუთ წუთში რომელუ ლუკაკუს გოლი მოჰყვა, რომელმაც დიდწილად გადაწყვიტა მატჩის ბედი. ორ წუთში კონემ დუბლი გაიფორმა, ხოლო 76-ე წუთზე კოტ დ’ივუარელმა ფორვარდმა ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა – 6:2.
დღის მეორე შეხვედრაში “საუთჰემპტონმა” “ბორნმუთს” უმასპინძლა და ორი უპასუხო გოლი გაიტანა. სტივენ დევისმა და გრაციანო პელემ პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი – 2:0.
ტური ხვალ “უაით ჰართ ლეინზე” დასრულდება, სადაც ადგილობრივი “ტოტენჰემი” ბოლო ადგილოსან “ასტონ ვილას” დაუპირისპირდება.
ევერტონი – სანდერლენდი 6:2 (2:1)
ლივერპული, “გუდისონ პარკი”
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, მორი, სტოუნზი, ოვიედო (გალოვეი 25), კოულმენი, მაკკარტი, ბერი, ბარკლი, დეულოფეუ (მირალაში 65), კონე, ლუკაკუ (ოსმანი 78).
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
სანდერლენდი (4-4-2): პანტელიმონი, კოატესი, ბრაუნი, ჯონსი, ვან აანჰოლტი, მ’ვილა, კატერმოლი (როდუელი 38), იედლინი (ლარსონი 64), ა.ჯონსონი, ს.ფლეტჩერი (უოტმორი 75), დეფო.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
გოლები: 1:0 დეულოფეუ (19), 2:0;5:2;6:2 კონე (31;62;76), 2:1 დეფო (45+4), 2:2 ს.ფლეტჩერი (50), 3:2 კოატესი (55 ს.კ), 4:2 ლუკაკუ (60)
გაფრთხილებები: სტოუნზი, დეულოფეუ, გალოვეი – დეფო, როდუელი
მსაჯი: ანდრე მარინერი
საუთჰემპტონი – ბორნმუთი 2:0 (2:0)
საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”
საუთჰემპტონი (4-2-3-1): შტეკელენბურგი, ფონტე (იოშიდა 46), ვან დეიკი, სოარეში, ბერტრანი, კლასი (რომეუ 71), ვანიამა, დევისი, მანე, ტადიჩი (უარდ-პროუსი 80), პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
ბორნმუთი (4-4-1): ფედერიკი, დისტინი, ფრანცისი, სმიტი, დანიელსი, სურმანი, გოსლინგი, პუგი (სტანისლასი 46), რიტჩი, არტერი (ტომლინი 73), მურეი (კინგი 46).
მწვრთნელი: ედი ჰოუ
გოლები: 1:0 დევისი (31), 2:0 პელე (36)
გაფრთხილებები: ვანიამა - პრანცისი, გოსლინგი
გაძევება: ვანიამა (78)
მსაჯი: კრეიგ პაუსონი