საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრ ლევან მატიაშვილს (+100 კგ) აბუ დაბის გრან პრის პოდიუმამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ქართველმა მძიმეწონოსანმა რეპეშაჟის ფინალში მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერთან - ტუნისელ ფაიცელ ჯაბალასთან წააგო და მეხუთე ადგილს დასჯერდა. ამასთან, 100 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.
ძირითად ბადეში მატიაშვილმა სამი შეხვედრა ჩაატარა. ყაზახ იერჟან შინკეიევს "ოქროს დროში” აღებული ვაზარით აჯობა. პოლონელი მაციეჟ სარნაცკი მსაჯს 2 წუთსა და 17 წამში ოთხჯერ გააფრთხილებინა. ოქრო-ვერცხლის შანსი კი ნახევარფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან – სამხრეთკორეელ სუნგ-მინ კიმთან წაგებით.
მატიაშვილისა და ჯაბალას "ბრინჯაოს ფინალში” ხუთი წუთი უილეთოდ გაილია. გადამწყვეტი კი ერთადერთი შიდო აღმოჩნდა, ტუნისელის სასარგებლოდ. მსაჯმა ქართველი მძიმეწონოსანი სამჯერ გააფრთხილა, ხოლო მისი მეტოქე – ორჯერ.
+100 კილოგრამის ფინალში კიმმა უკრაინელი იაკივ ხამო დაამარცხა.
დღესვე, არაბულ ტატამზე საქართველოს სახელით ალექსანდრე მსხალაძეც (100 კგ) გავიდა, მაგრამ ერთადერთხელ – საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და უნგრელ მიკლოშ ცირჟენიკსთან სამჯერ დაეცა იუკოზე. თავად კი მხოლოდ ერთი იუკო შეასრულა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა აბუ დაბის გრან სლემზე გამოსვლა ორი მედლით ჩაამთავრა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილი ჩემპიონი გახდა. 73 კილოგრამში კი ლაშა შავდათუაშვილმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ძიუდო
გრან სლემი
აბუ დაბი
30 ოქტომბერი – 1 ნოემბერი
კაცები
60 კგ
1 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
2 ცოგტბაატარ ცენდოჩირი (მონღოლეთი)
3 რუსტამ იბრაიევი (ყაზახეთი)
3 დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი)
7 ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)
66 კგ
1 ბაულ ანი (სამხრეთ კორეა)
2 არსენ გალსტიანი (რუსეთი)
3 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)
3 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)
73 კგ
1 ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა)
2 იგორ ვანდტკე (გერმანია)
3 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
3 საგი მუკი (ისრაელი)
81 კგ
1 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)
2 სერგიუ ტომა (არაბ. გაერთ. საემიროები)
3 ლასლო ცსოკნიაი (უნგრეთი)
3 სირაჟუდინ მაგომედოვი (რუსეთი)
90 კგ
1 ოტგონბაატარ ლხაგვასურენი (მონღოლეთი)
2 ნოელ ვან ტენდი (ჰოლანდია)
3 მარკუს ნიმანი (შვედეთი)
3 კრისტიან ტოტი (უნგრეთი)
100 კგ
1 ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი)
2 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
3 კარლ-რიჩარდ ფრეი (გერმანია)
3 ტომა ნიკიფოროვი (ბელგია)
+100 კგ
1 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)
2 იაკივ ხამო (უკრაინა)
3 ანდრე ბრეიტბარტი (გერმანია)
3 ფაიცელ ჯაბალა (ტუნისი)
5 ლევან მატიაშვილი (საქართველო)
ქალები
48 კგ
1 ირინა დოლგოვა (რუსეთი)
2 ებრუ შაჰინი (თურქეთი)
3 დილარა ლოხმანჰეკიმი (თურქეთი)
3 შიში ქსიე (ჩინეთი)
52 კგ
1 ანაბელ ორანი (საფრანგეთი)
2 ერიკა მირანდა (ბრაზილია)
3 პრისცილა ნეტო (საფრანგეთი)
3 მაილინდა კელმენდი (კოსოვო)
57 კგ
1 ჯან-დი კიმი (სამხრეთ კორეა)
2 ჩენ-ლინგ ლიენი (ტაივანი)
3 ლორედანა ოჰაი (რუმინეთი)
3 ვიოლა ვახტერი (გერმანია)
63 კგ
1 კლარის აგბენენუ (საფრანგეთი)
2 მარტინა ტრაიდოსი (გერმანია)
3 იარდენ გერბი (ისრაელი)
3 ანიჩკა ვან ემდენი (ჰოლანდია)
70 კგ
1 ლაურა ვარგას კოხი (გერმანია)
2 კიმ პოლინგი (ჰოლანდია)
3 ჩიზუზუ არაი (იაპონია)
3 კატარინა კლისი (პოლონეთი)
70 კგ
1 მარინდე ვერკერკი (ჰოლანდია)
2 მაირა აგიარი (ბრაზილია)
3 აბიგელ ჟო (უნგრეთი)
3 გუსი სტენჰუისი (ჰოლანდია)
78 კგ
1 მარინდე ვერკერკი (ჰოლანდია)
2 მაირა აგიარი (ბრაზილია)
3 ემილი ანდეოლი (საფრანგეთი)
3 სონგ იუ (ჩინეთი)
+78 კგ
1 სისი მა (ჩინეთი)
2 ტესი საველკულსი (ჰოლანდია)
3 ემილი ანდეოლი (საფრანგეთი)
3 სონგ იუ (ჩინეთი)