ფეხბურთი

1:01 | 1.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კლოპმა პრემიერლიგაში პირველად “სტემფორდ ბრიჯზე” იმარჯვა

ინგლისის ჩემპიონატის მე-11 ტურის გახსნითი და ცენტრალური შეხვედრა “სტემფორდ ბრიჯზე” შედგა, სადაც ადგილობრივი “ჩელსი” “ლივერპულთან” დამარცხდა.

მატჩი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და მე-4 წუთზე რამირესმა თავური დარტყმით მოახერხა “ჩელსის” დაწინაურება. ლონდონელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და ზედ შესვენების წინ გაუშვეს – ფელიპე კოუტინიომ მსაჯის მიერ მესამე დამატებულ წუთზე ლამაზი დარტყმით მოახერხა გათანაბრება.

კოუტინიოს გოლმა შეხვედრაზე ძალიან იმოქმედა. სტუმრებმა ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს და 74-ე წუთზე ფელიპე კოუტინიომ დუბლის შესრულება მოახერხა, ხოლო კიდევ ცხრა წუთში შეცვლაზე შემოსულმა კრისტიან ბენტეკემ იხეირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.

იურგენ კლოპმა პირველად იმარჯვა პრემიერლიგაში. ჟოზე მოურინიოს კი საქმეები ძალიან ცუდად აქვს, ლონდონელები მე-15 ადგილზე იმყოფებიან და გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულით უსწრებენ.

“მანჩესტერ სიტიმ” “ნორვიჩს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა 3 ქულის მოპოვება. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ “ქალაქელები” ნიკოლას ოტამენდიმ დააწინაურა, რომელმაც პრემიერლიგაში პირველად გაიტანა. ჯერომმა 83-ე წუთზე წონასწორობა ჰარტის უხეში შეცდომის წყალობით აღადგინა, თუმცა იაია ტურემ 89-ე წუთზე გამარჯვების გოლი პენალტით გაიტანა - 2:1.

ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა “არსენალმა”, რომელმაც გასვლაზე “სუონსი” გაანადგურა. უგოლო ტაიმს ოლივიე ჟირუს, ხოელ კემპბელისა და ლორან კოშელნის შედეგიანი დარტყმები მოჰყვა – 0:3.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” გასვლაზე “კრისტალ პალასს” ვერ აჯობა (0:0), “ვესტ ჰემი” სტუმრად “უოტფორდთან” იგალოს გოლებით დამარცხდა, ხოლო “ლესტერმა” შესანიშნავი სვლა განაგრძო და “ვესტ ბრომვიჩი” მისსავე მოედანზე დაამარცხა.

ჩელსი – ლივერპული 1:3 (1:1)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, ზუმა, კეჰილი, ტერი, აზპილიკუეტა (ფალკაო 76), მიკელი (ფაბრეგასი 70), რამირესი, ვილიანი, აზარი (კენედი 59), პედრო, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ლივერპული (4-3-2-1): მინოლე, შკრტელი, სახო, მორენო, კლაინი, ლეივა, ჩანი, მილნერი (ბენტეკე 64), ლალანა (ლოვრენი 91), კოუტინიო, ფირმინო (აიბი 76).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 1:0 რამირესი (4), 1:1;1:2 კოუტინიო (45+3;74), 1:3 ბენტეკე (83)
გაფრთხილებები: მიკელი – კოუტინიო, ლუკასი, ჩანი, ბენტეკე
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

სუონსი – არსენალი 0:3 (0:0)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ნ.ტეილორი, ნოუტონი, კი (ბრიტონი 85), შელვი, მონტერო (ბაროუ 79), ა.აიუ, სიგურდსონი, გომისი (ედერი 85).
მწვრთნელი: გარი მონკი

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი, კოკლენი, კემპბელი (გიბსი 84), კასორლა, ოზილი (ივობი 93), სანჩესი, ჟირუ (ჩემბერსი 84).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1 ჟირუ (49), 0:2 კოშელნი (68), 0:3 კემპბელი (73)
გაფრთხილებები: კი, უილიამსი
მსაჯი: კევინ ფრენდი

მანჩესტერ სიტი – ნორვიჩი 2:1 (0:0)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, ოტამენდი, კომპანი, კოლაროვი, სანია, ტურე (დემიჩელისი 94), ფერნანდინიო, ნავასი, აიჰენაჩო (სტერლინგი 54), დე ბრუინი (ფერნანდო 73), ბონი.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ნორვიჩი (5-4-1): რუდი, ბასონგი, ბენეტი, ბრედი, მარტინი, ოლსონი, ტეტი, ჰაუსონი, იარვისი (რედმონდი 46), მულუმბუ (ო’ნეილი 70), ჰულაჰანი, ჯერომი (გრებანი 87).
მწვრთნელი: ალექს ნილი

გოლები: 1:0 ოტამენდი (67), 1:1 ჯერომი (83), 2:1 ტურე (89 პენ.)
გაფრთხილებები: დე ბრუინი, ფერნანდო – ჯერომი, ტეტი
გაძევება: მარტინი (88)
მსაჯი: რობერტ მედლი

97-ე წუთზე კოლაროვმა პენალტი ვერ გაიტანა

კრისტალ პალასი – მანჩესტერ იუნაიტედი 0:0

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, დელანი, დანი, იარდი, კელი, კაბაიე (იედინაკი 80), მაკარტური, პანჩონი, ზაჰა, ბოლასი, გაილი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ბლინდი, სმოლინგი, დარმიანი (იანგი 66), როხო, შვაინშტაიგერი (ფელაინი 69), შნეიდერლენი, ერერა, მატა (ლინგარდი 79), რუნი, მარტიალი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გაფრთხილებები: კაბაიე, კელი, გაილი – სმოლინგი, დარმიანი, როხო
მსაჯი:
მაიკ ჯონსი

ნიუკასლი – სტოკი 0:0

ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”

ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი, მბემბა, კოლოჩინი, ჯანმაატი (ლასკელესი 83), დუმეტი, ტიოტე (ს.დე იონგი 71), ანიტა, ვეინალდუმი, სისოკო, ა.პერესი, მიტროვიჩი.
მწვრთნელი: სტივ მაკკლარენი

სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, ვოლშაიდი, შოუკროსი, პიტერსი, გ.ჯონსონი, ველანი, ადამი, კრკიჩი (აფელაი 60), შაქირი (კრაუჩი 90), არნაუტოვიჩი (ვან გინკელი 89), უოლტერსი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გაფრთხილებები: მიტროვიჩი – ვოლშაიდი, არნაუტოვიჩი, ადამი
მსაჯი: როჯერ ისტი

უოტფორდი – ვესტ ჰემი 2:0 (1:0)

უოტფორდი, “ვიკარეიჯ როუდი”

უოტფორდი (4-2-3-1): გომეში, კეტკარტი, ბრიტოსი, აკე, ნიომი, უოტსონი, კაპუ, ანია (პარედესი 68), დინი, აბდი (ბეჰრამი 76), იგალო (გედიურა 86).
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, კოლინსი, ტომკინსი, ჯენკინსონი, კრესველი, ნობლი (იელავიჩი 76), კუაიტე, მოზესი (ვალენსია 46), პაიე, ლანცინი (ზარატე 46), კეროლი.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლები: იგალო (39;48)
გაფრთხილებები: ნიომი, აკე, კაპუ
გაძევება: კოლინსი (84)
მსაჯი: კეიტ სტრუდი

ვესტ ბრომვიჩი – ლესტერი 2:3 (1:0)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი, მაკოლი, ევანსი, ბრანტი (მაკმანამანი 82), დოუსონი, იაკობი (მორისონი 76), დ.ფლეტჩერი, სესენიონი, მაკკლინი, ბერაჰინო (ლამბერტი 76), რონდონი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, შლუპი, სიმპსონი, კანტე, დრინკვოთერი (ოკაზაკი 88), ოლბრაიტონი (დაიერი 76), მაჰრეზი, ულოა (კინგი 69), ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლები: 1:0 რონდონი (30), 1:1;1:2 მაჰრეზი (57;64), 1:3 ვარდი (77), 2:3 ლამბერტი (84 პენ.)
გაფრთხილებები: ჰუტი, შმეიხელი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

0.158163