ფეხბურთი

19:51 | 31.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს სათქმელი არაფერი აქვს

ლონდონის “ჩელსის” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ “ლივერპულთან” წაგების (1:3) შემდეგ, ჟურნალისტის კითხვებზე 7-ჯერ თქვა, რომ არაფერი აქვს სათქმელი.

“არაფერი მაქვს სათქმელი, არაფერი. ვწუხვარ, მაგრამ ასეა. გულშემატკივრები სულელები არ არიან. ჩემი მომავალი? ამაზე არ ვნერვიულობ.” – ციტირებს BBC პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს.

მოურინიომ პრემიერლიგაში ანტირეკორდი დაამყარა. ჟოზეს გუნდმა ინგლისის ჩემპიონატის მე-11 ტურში მეექვსე მარცხი იწვნია, პორტუგალიელის შეგირდებს პრემიერლიგაში ამდენი წაგება მთელი სეზონის განმავლობაში არასდროს ჰქონიათ.

0.110758