29-30 ოქტომბერს ირანის დედაქალაქ თეირანში საერთაშორისო გუნდური ტურნირი “მარტირსის თასი” გაიმართა ახალგაზრდებს შორის, სადაც 10 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა მხოლოდ ფინალური დაპირისპირება დათმო ყირგიზეთთან 3:5 და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, მანამდე კი ერთნაირი ანგარიშით, 7:1 დაამარცხა აზერბაიჯანის, უკრაინის და სომხეთის ნაკრებები.
ფინალში გამარჯვებები მოიპოვეს ნუგზარ წურწუმიამ (50), რამაზ ზოიძემ (74) და ზვიად პატარიძემ (120). გუნდს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაზა სილაგაძე ხელმძღვანელობდა.
თავისუფალი სტილით ნაკრებმა 2:6 და 0:8 დათმო შეხვედრები ირანის და რუსეთის გუნდებთან, შემდეგ კი, ერაყი – 8:0 და აზერბაიჯანი 4:4 (ქულების შეფარდება 21:13) დაამარცხა და მე-5/6 ადგილისთვის პაექრობაში ბელარუსს სძლია 5:3.
wrestling.ge