კრიზისში მყოფი ლონდონის “ჩელსი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ბრაზილიელი ალექს ტეიშეირას შეძენას ეცდება. ამის შესახებ ინგლისური გამოცემა “დეილი მეილი” წერს. ამავე წყაროს ცნობით, ლონდონელებს დონეცკის “შახტარისთვის” შესაბამის შეთავაზება უკვე მზად აქვთ და უახლოეს ხანებში ოფიციალურად მიმართავენ.
25 წლის ბრაზილიელი შემტევი დონეცკურ გუნდში 2009 წლიდან მოყოლებული თამაშობს. მიმდინარე სეზონში კი უკრაინის პრემიერლიგის 11 თამაშში 16 გოლი აქვს გატანილი. ალექს ტეიშეირას მიმართ ინტერესს იტალიის ჩემპიონი, ტურინის “იუვენტუსიც” იჩენს.