ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატებში დაიწყოს მუშაობა. როგორც ინტერნეტპორტალი goal.com-ი იტყობინება, კაპელოს სამსახურით ინტერესს “ნიუ-იორკ სიტი” იჩენს, რომელმაც MLS-ის აწ დასრულებული სეზონი ცუდად ჩაატარა.
კაპელო რუსეთის ნაკრებიდან წამოსვლის შემდეგ უმუშევარია, ხოლო “ნიუ-იორკში” კი დავიდ ვილა, ანდრეა პირლო და ფრენკ ლაპარდი თამაშობენ.