სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

15:25 | 30.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

საფაროვამ თანამემამულე კვიტოვა ნახევარფინალში გაიყვანა

სინგაპურში მიმდინარე წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში თეთრი ჯგუფიდან ესპანელი გარბინე მუგურუზა და ჩეხი პეტრა კვიტოვა გავიდნენ.

ესპანელმა გარბინე მუგურუზამ მძიმე ბრძოლაში ჩეხი პეტრა კვიტოვა 6:4, 4:6, 7:5 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. რაც შეეხება კვიტოვას, ის კერბერ-საფაროვას მატჩის შედეგზე იყო დამოკიდებული. თუ თავის თანამემამულე ლუსი საფაროვა მოახერხებდა კერბერის დამარცხებას, მაშინ კვიტოვა ნახევარფინალში გადიოდა, თუ გერმანელი იმარჯვებდა, ანგელიკა მეორე ადგილით ნახევარფინალში ითამაშებდა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ საფაროვას ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდა, მაგრამ ლუსიმ ძალიან აქტიურად და აგრესიულად ითამაშა და კერბერი კვიტოვასთვის სასურველი ანგარიშით ორ სეტში 6:4, 6:3 დაამარცხა.

ამრიგად, სამივე შეხვედრის მომგებმა მუგურუზამ ჯგუფში პრიველი ადგილი დაიკავა. კვიტოვამ, კერბერმა და საფაროვამ მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება მოახერხეს, ამ სამ ჩოგბურთელს შორის უკეთესი სეტების მოგება-წაგების ბალანსი პეტრა კვიტოვას აქვს 3:4-ზე, ამიტომ კვიტოვა ნახევარფინალში ითამაშებს.

ნახევაფინალში მუგურუზა რადვანსკას დაუპირისპირდება, შარაპოვა-კვიტოვას, მატჩები 31 ოქტომბერს გაიმართება.

თეთრი ჯგუფი

1.

გარბინე მუგურუზა

3

3

0

6:1

3

2.

პეტრა კვიტოვა

3

1

2

3:4

1

3.

ლუსი საფაროვა

3

1

2

2:4

1

4.

ანგელიკა კერბერი

3

1

2

2:4

1

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114431