ფეხბურთი

19:17 | 29.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

დე როსის “ინტერთან” თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა

იტალიური სერია ა-ს ლიდერის, “რომას” ნახევარმცველ დანიელ დე როსის თამაში მილანის “ინტერის” წინააღმდეგ, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

იტალიური გამოცემა Mediaset-ის ცნობით, 32 წლის შემტევმა გუნდის დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა 31 ოქტომბერს მისი თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია.

დე როსიმ მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთი გაიჭიმა და მე-10 ტურში “უდინეზესთან” 3:1 მოგებული მატჩი უკვე გამოტოვა.

0.115221