ჩოგბურთი

18:46 | 29.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა და რადვანსკა ნახევარფინალში გავიდნენ (+VIDEO)

სინგაპურში მიმდინარე წლის შემაჯამებელი ტურნირის წითელი ჯგუფიდან ნახევარფინალში მარია შარაპოვა და აგნეშკა რადვანსკა გავიდნენ.

ორი შეხვედრის წაგების შემდეგ რადვანსკას ჯგუფიდან გასვლის შანსი მიზერული იყო. აგნეშკას ჰალეპი 2:0 უნდა დაემარცხებინა და შარაპოვას პენეტასთვის 2:0 უნდა მოეგო. აგამ ჰალეპი 7:6, 6:1 დაამარცხა. პირველი სეტის ტაიბრეიკზე პოლონელი 1:5 აგებდა, ორი ბურთის ჩაგდება და აგა ტურნირს გამოეთიშებოდა, მაგრამ აგნეშკამ ზედიზედ 5 გათამაშებაში იმარჯვა და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა. ჰალეპი ტაი-ბეიკზე განცდილი მარცხის გამო, აშკარად გატყდა და მეორე სეტი იოლად დათმო. ამ მარცხით რეიტინგის მეორე ნომერი ჰალეპი ტურნირს გამოეთიშა. რადვანკსამ კარიერაში მე-500 გამარჯვება იზეიმა.

“ტაი-ბრეიკი რაღაც სხვა იყო, გადამწყვეტ მომენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა მოვიგე. ძალიან სასიამოვნოა, როცა გესმის ხალხის საუბარი იმის შესახებ, რომ მე კარგ ჩოგბურთს ვთამაშობ. ამ გამარჯვებით ძალიან გახარებული ვარ” – განაცხადა რადვანსკამ.

მარია შარაპოვამ “ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულ პლავია პენეტას 7:5, 6:1 სძლია და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, იტალიელი კი ტურნირს გამოეთიშა. შახვედრა საათსა და 29 წუთს გაგრძელდა. მარიამ 7 ეისი ჩააწოდა და ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა, პენეტამ 2 ეისი მოაწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

წითელ ჯგუფში შარაპოვამ სამივე შეხვედრა მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა. რადვანსკამ, ჰალეპმა და პენეტამ თითო შეხვედრა მოიგეს და ორი წააგეს. აგნეშკას სეტების მოგება-წაგების უკეთესი მაჩვენებლი ჰქონდა (3:4-ზე), რის გამოც მეორე ადგილი დაიკავა.

ნახევარფინალში შარაპოვა თეთრი ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება, ხოლო რადვანსკა იმავე ჯგუფის პირველ ადგილზე გასულ ჩოგბურთელს დაუპირისპირდება.

30 ოქტომბერს თეთრი ჯგუფის გადამწყვეტი შეხვედრები გაიმართება. თბილისის დროით 10:00 საათზე მუგურუზა – კვიტოვას დაუპირისპირდება, 11:30 საათზე კერბერი – საფაროვას.

წლის შემაჯამებელი ტურნირის საპრიზო ფონდი 7 მილიონ დოლარს შეადგენს.

წითელი ჯგუფი

1.

მარია შარაპოვა

3

3

0

6:1

3

2.

აგნეშკა რადვანსკა

3

1

2

3:4

1

3.

სიმონა ჰალეპი

3

1

2

2:4

1

4.

ფლავია პენეტა

3

1

2

2:4

1

რადვანსკა-ჰალეპის მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები:

0.144097