ფეხბურთი

17:12 | 29.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” ზაფხულში კარვახალის გადაბირებას შეეცდება

მიუნხენის “ბაიერნი” 2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის “რეალის” მცველის დანი კარვახალის გადაბირებას შეეცდება. AS-ის ინფორმაციით, გერმანული გრანდი ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს რაფინიას შემცვლელად მოიაზრებს, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.

“სამეფო კლუბში” დანილოს მისვლის შემდეგ კარვახალს სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაბევებული არ აქვს. სწორედ ამის გათვალისწინებით შეეცდებიან გერმანელები ესპანელის მოთაფვლას.

მიმდინარე სეზონში კარვახალმა მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელი ტრავმირებულია და მისი დაბრუნება 31 ოქტომბერს “ლას პალმასთან” გასამართ მატჩში იგეგმება.

კარვახალს “რეალთან” კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. ფეხბურთელის ტრანსფერი 25 მილიონ ევროდაა შეფასებული.

0.113601