ძიუდო

16:40 | 29.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ძიუდოისტებს წარმატება და ძიუდოს საერთაშორისო დღე სამინისტროში მიულოცეს

აბუ დაბიდან დაბრუნებულ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებს 29 ოქტომბერს, მწვრთნელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდა და მოპოვებული წარმატება, ასევე ძიუდოს საერთაშორისო დღე მიულოცა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 28 ოქტომბერს აღინიშნება.

არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში 23-27 ოქტომბერს გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, ქართველმა ძიუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს.

ინდივიდუალურ ჩათვლაში მსოფლიოს ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) გახდა, რომელმაც წელს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო, ვერცხლის მედლები თამაზ კირაკოზაშვილმა (73 კგ) და მარიამჯანაშვილმა (52 კგ) აიღეს, ბრინჯაო კი ირაკლი კუპატაძემ (55 კგ) მოიპოვა.

გუნდურ ტურნირში საქართველოს ნაკრები ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალური დაპირისპირება იაპონიის ახალგაზრდულ ნაკრებთან დათმეს, ფინალამდე კი საქართველომ ნახევარფინალში ეგვიპტე, ხოლო მეოთხედფინალში ბელარუსი დაამარცხა. გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატში სულ 14 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.

ჯამში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრების მონაგარი 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი და ასევე 1 ვერცხლის მედალია გუნდურ ტურნირში.


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.131461