ფეხბურთი

15:35 | 29.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვემ” პოგბა 85 მილიონის სანაცვლოდ არ გაყიდა

ტურინის “იუვენტუსმა” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი პოლ პოგბა 85 მილიონად არ გაყიდა. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ რადიო montecarlo-ს დაუდასტურა.

“ბიანკონერიმ” ინგლისიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან სამი შეთავაზება მიიღო, თუმცა პოგბას 85 მილიონ ევროდ არ შეელია. არ ვიცი “ბარსელონას” და “იუვენტუსის” მოლაპარაკება ფრანგის შესახებ მომავალში როგორი იქნება. “იუვე” პოგბას 100 მილიონ ევროდ აფასებს.”

22 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება transfermarkt-ის მონაცემებით გასულ სეზონში 45-დან 55 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.114644