ფეხბურთი

14:49 | 29.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯერ თბილისში, მერე ივანწმინდაში

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩი საჩხერის “ჩიხურასა” და თბილისის “დინამოს” შორის, ივანწმინდას ნაცვლად, თბილისში გაიმართება.

როგორც “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, კლუბები შეთანხმდნენ, რომ თბილისელები “ჩიხურას” მეორე წრეში ესტუმრებიან.

“დინამო”-“ჩიხურას” შეხვედრა 1 ნოემბერს, “დინამო არენაზე” 16:00 საათზე დაიწყება.

0.115948