“ტრაბზონსფორმა” თურქული სუპერლიგის გასულ ტურში “გაზიანთეფს” ვერ მოუგო (2;2) და ცხრილის შუაშია, რაც შავიზღვისპირელთათვის უდავოდ ცუდი შედეგია. “ტრაბზონსფორის” მწვრთნელმა შოთა არველაძემ უკმაყოფილება გამოთქვა ბოლო მატჩში მსაჯობის გამო.
მართლაც იყო მომენტები, როცა მსაჯს შეეძლო პენალტი დაენიშნა სტუმართა კარში, შემდეგ მეკარის გაძევებაც შეიძლებოდა და კიდევ, დროის გაყვანის გამო გაფრთხილებაც. საბოლოოდ, 2:2 დასრულდა.
არველაძემ შარშანდელი ამბავიც გაიხსენა, როცა “ქასიმფაშას” წვრთნიდა:
“ერთ დღეს 29 ქულა გვქონდა. დავიძინე და დილით როცა გავიღვიძე, მეუბნებიან, რომ 26 ქულა გვაქვს. ახლაც არ ვიცი, რა იქნება შემდეგში”.