ესპანელმა სპეციალისტმა პეპ გვარდიოლამ შესაძლოა მიუნხენის “ბაიერნთან” კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივოს. BILD-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა გუნდის თავკაცისგან დარჩენა-არდარჩენის გადაწყვეტილებას ელის.
გვარდიოლას “რეკორდმაისტერთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ფილიპ ლამის განცხადებით, გუნდს პეპის ხელში ყველაფერი გამოსდის და ფეხბურთელებს მისი დარჩენა სურთ.
გვარდიოლას სიტუაციას აკვირდება “მანჩესტერ სიტი”, რომელსაც ესპანელი სპეციალისტის “ეტიჰად სთედიუმზე” მიყვანა სურს.
პეპის გაწვრთნილმა “ბაიერნმა” 124 მატჩი ჩაატარა, აქედან 96 მოიგო, 10 ფრედ დაასრულა, ხოლო 18 შეხვედრაში გულშემატკივრები გააწბილა. გუნდმა 335 გოლი გაიტანა, საპირისპიროდ კი 103 მიიღო.