კალათბურთი

10:52 | 29.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიამ სეზონი ორმაგი დუბლით გახსნა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ამერიკის ნაციონალური ლიგის გათამაშების ახალი სეზონის პირველ მატჩში ორმაგი დუბლი მიითვალა.

ფაჩულიას “დალასი” სტუმრად “ფინიქსს” ეწვია და ანგარიშით 111:95 დაამარცხა. ზაზა სასტარტო ხუთეულში გახლდათ და რიკი კარლაისმა ქართველს სათამაშო 25 წუთი დაუთმო. ქართველმა ლეგიონერმა 10 ქულასთან ერთად 10 მოხსნა მიითვალა (3შ, 7დ). ზაზამ 10-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 6-დან 6-ვე საჯარიმო გამოიყენა, 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, მეტოქეს ბურთი ორჯერ მოპარა და ერთი ბლოკშოტიც შეასრულა.

ფაჩულია მხოლოდ ორჯერ დაჯარიმდა, 25 წუთის განმავლობაში აკურატულად თამაშობდა და ჯამში საკუთარი გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ.

“მავერიკსმა” წინასასეზონო წარუმატებელი თამაშის შემდეგ (7 წაგება) მოგების გემო გაიხსენა. მომდევნო მატჩს “დალასი” სტუმრად “ლოს ანჯელეს კლიპერსთან” ჩაატარებს.

ფინიქსი - დალასი 95:111 (VIDEO)

0.132381