ფეხბურთი

3:07 | 29.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

"იუვეს" წოდება დაავიწყდა (+VIDEO)

ტურინის “იუვენტუსს” შეუძლია ჩემპიონობაზე აღარ იფიქროს. ყოველშემთხვევაში “იუვემ” სეზონში მეოთხე თამაში წააგო და ლიდერ “რომას” მთელი 11 ქულით ჩამორჩება. თანაც, მასიმილიანო ალეგრის გუნდის თამაშის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. “ბებერმა ქალბატონმა” ამჯერად “სასუოლოსთან” სტუმრად წააგო – 0:1. გადამწყვეტი გოლი კი მე-20 წუთზე ნიკოლა სანსონემ გაიტანა საჯარიმო დარტყმით. პირველ ტაიმში სტუმრებს ჯორჯო კიელინიც გაუგდეს, რამაც მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. მართალია, მეორე ტაიმში იტალიის ჩემპიონი სრულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლი მაინც ვერ შეაგდო. ერთიც, მიმდინარე სეზონში “იუვენტუსს” ზედიზედ ორი თამაში ჯერ არ მოუგია... “სასუოლო” კი ამასობაში მეხუთე ადგილამდე აღზევდა.

სამაგიეროდ, ლიდერობა დაიბრუნა “რომამ”, რომელმაც სახლში “უდინეზეს” საქმე პირველ ათ წუთში დაუმთავრა. ამ დროის განმავლობაში რომაელთა რიგებში უდავოდ გამოირჩა ვეტერანი ბრაზილიელი მაიკონი, რომელმაც ჯერ მირალემ პიანიჩს საგოლედ უპასა, მერე თავად გაიტანა. მეორე ტაიმში ჟერვინიომ და სირილ ტერომ გოლები გაცვალეს – 3:1. რუდი გარსიას შეგირდებისთვის ეს ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა.

ასეთივე სერია აქვს “ნაპოლის” და “რომას” კვალში უდგას. მაურციო სარის ფეხბურთელებმა სიცილიურ “პალერმოს” ადვილად მოუგეს. გონსალო იგუაინმა პირველ, ხოლო დრის მერტენსმა მეორე ტაიმში გაიტანეს და ნეაპოლელებმაც დაგეგმილი სამი ქულა მიითვალეს.

მიჯრით წაგებული სამი თამაშის (ორი ჩემპიონატში, ერთი ევროპა ლიგაზე) შემდეგ მოიგო “ფიორენტინამ”. ყოფილმა ლიდერმა გასვლაზე “ჰელას ვერონას” ცალი ფეხით მოუგო. მექსიკელ რაფა მარკესს კარი აერია და სტუმრები დააწინაურა, ხოლო ნიკოლა კალინიჩმა წერტილი დასვა.

ზედიზედ მეორედ იმარჯვა “მილანმა”. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდმა ამჯერადაც შინ და რთულად მოიგო. ვერონას “კიევოსთან” “როსონერის” სამი ქულა ლუკა ანტონელის შესანიშნავმა გოლმა მოუტანა და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციამდე აწია.

რომის “ლაციოს” არასტაბილური თამაში გრძელდება. “ბიანკოჩელესტემ” ბერგამოში “ატალანტას” საწყისი 45 წუთი მოუგო და უპირატესობას კარგა ხანს ინარჩუნებდა, მაგრამ ბოლოში ორი გოლი გაუშვა და სახლში უქულოდ დაბრუნდა.

უხვგოლიანი გამოდგა “ტორინოსა” და “ჯენოას” თამაში. გუნდებმა ერთმანეთის კარი სამ-სამჯერ აიღეს და აქტივს თითო ქულა შემატეს.

“მილანი” – “კიევო” 1:0 (0:0) (VIDEO)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 25 523

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე (დე შილიო 14), ალექსი, რომანიოლი, ანტონელი; კუჩკა, მონტოლივო, ბერტოლაჩი; ჩერჩი (ჰონდა 85), ბაკა (ლუის ადრიანო 90), ბონავენტურა

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; ფრეი (კაჩიატორე 46), ცეზარი, დაინელი, გობი; პინცი, რადოვანოვიჩი, კასტრო; ბირსა (მ’პოკუ 64); პალოსკი, პელისიერი (მეჯორინი 74)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლი: 1:0 ანტონელი (53)

გაფრთხილება: პინცი (50), ცეზარი (58)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (5) – 5 (3) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 10:3 თამაშგარე: 3:4

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

“ატალანტა” – ლაციო” 2:1 (0:1) (VIDEO)

ბერგამო, “ატლეტი აძური”

მაყურებელი: 14 000

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; მაზიელო, პალეტა, სტენდარდო, დრამე (დ’ალესანდრო 58); კარმონა, დე რუნი, კურტიჩი (რაიმონდი 46); გომესი, პინილია, მორალესი (კერუბინი 77)

მწვრთნელი: ედუარდო რეია

“ლაციო” (4-2-3-1): მარკეტი; ბასტა, ჰოედტი, ჯენტილეტი, ლულიჩი; ონაზი (კლოზე 80), ბილია; კანდრევა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ანდერსონი; მატრი (ჯორჯევიჩი 64)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 0:1 ბილია (16), 1:1 ბასტა (69, ა.გ), 2:1 გომესი (86)

გაფრთხილება: მაზიელო (65), რაიმონდი (72) - ბილია (11), ონაზი (31), ლულიჩი (74), მილინკოვიჩ-სავიჩი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 6 (3) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“ფროზინონე” – “კარპი” 2:1 (0:0)

ფროზინონე, “”სტადიო მატუზა”

მაყურებელი: 8 000

“ფროზინონე” (4-4-2): ლეალი; როზი (მ. ჩიოფანი 85), ბლანჩარდი, დიაკიტე, კრიველო; გორი (სამარკო 79), სოდიმო, ჩიბსა, პაგანინი (ვერდე 89); დ. ჩიოფანი, დიონისი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

“კარპი” (3-5-2): ბელეცი; ლეტიცია, რომანიოლი, სპოლი; დი გაუდიო (უოლასი 71), კოფიე (ლასანია 60), მარონე, მატოსი, გაბრიელ სილვა; ფედელე (ბიანკო 20), ბორიელო

მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო

გოლები: 1:0 დ. ჩიოფანი (51), 1:1 მარონე (67), 2:1 სამარკო (90)

გაფრთხილება: სოდიმო (45, 72), სამარკო (82) – ბიანკო (45), მარონე (75), სპოლი (87)

გაძევება: სოდიმო (72) – ბორიელო (72)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 9 (4) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ანტონიო დამატო

“ვერონა” – “ფიორენტინა” 0:2 (0:1)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 18 222

“ვერონა” (4-3-3): გოლინი; პიზანო, მარკესი, მორასი, სუპრაიენი; გრეკო, იონიტა (სილიგარდი 64), მატუზალემი (ჩეკინი 84); იანკოვიჩი, გომესი, სალა (ძაკანი 69)

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; როდრიგესი, ასტორი (ტომოვიჩი 80), რონკალია; ბლაშჩიკოვსკი (ბერნარდესკი 52), ვესინო, ბორხა ვალერო, პასკუალი; ილიჩიჩი, როსი (ბადეი 60); კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

გოლები: 0:1 მარკესი (25, ა.გ), 0:2 კალინიჩი (57)

გაფრთხილება: პიზანო (16), გრეკო (30), მატუზალემი (39), გომესი (72), სუპრაიენი (90) – ბორხა ვალერო (37) როსი (49)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 1 (1) – 6 (2) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 9:4

მსაჯი: პაოლო ვალერი

“რომა” – “უდინეზე” 3:1 (2:0) (VIDEO)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 39 000

“რომა” (4-3-3): შჩესნი; მაიკონი, მანოლასი (გოიმბერი 70), რუდიგერი, დინიე; ფლორენცი (ვანკიერი 79), პიანიჩი, ნაინგოლანი; ჟერვინიო, ჯეკო, ჟერვინიო (იტურბე 65)

მწვრთნელი: რუდი გარსია

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, პირისი; ვიდმერი (ბრუნო ფერნანდესი 58), ბადუ, მარკინიო, იტურა (აგირე 65), პასკუალე; პერიცა (ედენილსონი 70), ტერო

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

გოლები: 1:0 პიანიჩი (5), 2:0 მაიკონი (10), 3:0 ჟერვინიო (64), 3:1 ტერო (77)

გაფრთხილება: ვანკიერი (90) - პერიცა (38), იტურა (54), აგირე (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 6 (3) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: კარმინე რუსო

“ნაპოლი” – “პალერმო” 2:0 (1:0) (VIDEO)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 35 000

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ჩირიკეში, ალბიოლი, გულამი; ჟორჟინიო, ლოპესი (ალანი 63), ჰამშიკი; კალეხონი (ელ კადური 76), იგუაინი, ინსინიე (მერტენსი 65)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ანდელკოვიჩი, გონსალესი, სტრუნა; რისპოლი, ჰილიერმაკი, მარესკა (ბრუგმანი 53), რიგონი (ქუაისონი 67), ლაზაარი (ჩოჩევი 79); ვასკესი, ჯილარდინო

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

გოლები: 1:0 იგუაინი (39), 2:0 მერტენსი (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (11) – 4 (1) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“სასუოლო” – “იუვენტუსი” 1:0 (1:0) (VIDEO)

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 11 000

“სასუოლო” (4-3-3): პეგოლო; ვრსიალკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო; მისიროლი, მანიანელი, ბიონდინი (დანკანი 71); ბერარდი (ლარიბი 81), ფლოკარი (დეფრელი 70), სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; სტურარო, ლემინა (ერნანესი 82), პოგბა; კუადრადო, მანჯუკიჩი (მორატა 60), დიბალა (ძაძა 79)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 სანსონე (20)

გაფრთხილება: პელუზო (13), პეგოლო (60), ბერარდი (68), კანავარო (82), სანსონე (90) – კიელინი (4, 39), ლემინა (18), პოგბა (77)

გაძევება: კიელინი (39)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 11 (5) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 5:0 თამაშგარე: 1:11

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

“ტორინო” – “ჯენოა” 3:3 (2:1)

ტურინი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 16 000

“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; ძაპაკოსტა (ბრუნო პერესი 85), ბენასი, ვივესი, აკქუა (ბაზელი 70), მოლინარო; ბელოტი (მარტინესი 76), მაქსი ლოპესი

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; მუნიოსი, იცო, ანსალდი; რინკონი (სისოხო 81, ტაკჩიდისი 88), ნტჩამი, ტინო კოსტა, ლაქსალტი; ფიგეირაში (გაკპე 62), პავოლეტი, პეროტი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 0:1 ლაქსალტი (26), 1:1 მაქსი ლოპესი (28), 2:1 ძაპაკოსტა (34), 2:2 პავოლეტი (67), 3:2 ტაკჩიდისი (89, ა.გ), 3:3 ლაქსალტი (90)

გაფრთხილება: ბენასი (55), ბოვო (69) – მუნიოსი (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (8) – 9 (4) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: დანიელე ჩიფი

თეგებისერია A
0.97747