ჭიდაობა

0:45 | 29.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებები თეირანში საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ

დღეს დილით საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებები ირანის დედაქალაქ თეირანში გაფრინდნენ, სადაც 29-30 ოქტომბერს საერთაშორისო ტურნირზე – “მარტირსის თასი” იასპარეზებენ.

ეს შეჯიბრი გუნდური ფორმატით წარიმართება. გაგაცნობთ საქართველოს ნაკრებების შემადგენლობას.

თავისუფალი ჭიდაობა: გიორგი ხაჩიძე (50), რობერტ დინგაშვილი (55), შმაგი თოდუა (60), თორნიკე კვინიკაძე (66), ტარიელ გაფრინდაშვილი (74), საბა ჩიხრაძე (84), გივი მაჭარაშვილი (96), ზურიკო ურთაშვილი (120).

მწვრთნელები: გელა საღირაშვილი და კობა კაკალაძე. მსაჯი: გელა გელაშვილი.

ბერძნულ-რომაული: ნუგზარ წურწუმია (50), დათო ჩხარტიშვილი (55), ირაკლი შავაძე (60), ჯონი ხეცურიანი (66), რამაზ ზოიძე (74), იური ლომაძე (74), გურამ ხეცურიანი (84), გიორგი მელია (96), ზვიად პატარიძე (120).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა სილაგაძე. მწვრთნელები: მუხრან მაჭუტაძე, გიორგი ჯინჭველაშვილი.

29 ოქტომბერს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართება, 30-ში კი ფინალების ჯერია.

wrestling.ge

0.116122