ქართველი სოფო შაფათავას და უკრაინელი ანასტასია ვასილიევას წყვილი, რომელსაც ფრანგულ პუატიეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი) მე-4 განთესვა გააჩნდა, ბრძოლას მეოთხედფინალში გამოეთიშა.
Internationaux Féminins de la Vienne-ს მე-2 წრეში შაფათავა და ვასილიევა რუს ვალერია სოლოვიევას და უკრაინელ მარინა ზანევსკას გაეჯიბრნენ და 2:6, 5:7 წააგეს. ცნობისთვის, სოლოვიევამ და ზანევსკამ მანამდე ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და უნგრელი კატალინ მაროსის დუეტსაც აჯობეს – 6:7 (6:8), 6:4, 11:9.