ფეხბურთი

21:31 | 28.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძოლა ტერით დაინტერესდა

ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანფრანკო ძოლამ ჯონ ტერის ყატარში წაყვანის სურვილი დაადასტურა. “ალ-არაბის” მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ინგლისელის გადაბირების შანსი არსებობს.

“ჯონ ტერი დიდი ფეხბურთელია და ალ-არაბი ასეთი მოთამაშეებით დაინტერესებულია, ასე რომ ვნახოთ რა მოხდება. ინგლისელის ყატარში წაყვანის შანსი არის, რადგან საცხოვრებლად ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქვეყანაა. ცხოვრების ხარისხი აქ ძალიან მაღალია.” – ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sport-ი.

ტერის “არისტოკრატებთან” კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.

0.114529