კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობას სურს არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ ლიონელ მესის კონტრაქტი კარიერის ბოლომდე გაუფორმოს. sport.es-ის ინფორმაციით, კლუბი ფეხბურთელთან მოლაპარაკებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო მოთამაშეს კატალონიელებთან ამჟამინდელი ხელშეკრულება 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს. მისი წლიური ანაზღაურება 20 მილიონ ევროს შეადგენს და ამას ბონუსების სახით 4-დან 5 მილიონ ევრომდე ემატება.
მესის გადაბირების სურვილი ინგლისურ გრანდებს აქვთ. ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად 250 მილიონი ევროა დასახელებული.