ჩოგბურთი

18:12 | 28.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მუგურუზა თეთრ ჯგუფს ლიდერობს

სინგაპურში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე ესპანელმა გარბინე მუგურუზამ, ანგელიკა კერბერი 6:4, 6:4 დაამარცხა. შეხვედრამ საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.

მუგურუზა თავის ჩვეულ აგრესიულ ჩოგბურთს თამაშობდა, რამაც შედეგი გამოიღო. ესპანელმა თავისი აქტიური თამაშით 38 გათამაშება მოიგო, გერმანელმა – 20. მუგურუზამ 26 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ანგელიკამ - 21.

თეთრ ჯგუფში ბოლო ტურის შეხვედრები 30 ოქტომბერს გაიმართება. მუგურუზა – კვიტოვას შეხვდება, კერბერი – საფაროვას.

წლის შემაჯამებელი ტურნირის საპრიზო ფონდი 7 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

თეთრი ჯგუფი

1.

გარბინე მუგურუზა

2

2

0

4:0

2

2.

ანგელიკა კერბერი

2

1

1

2:2

1

3.

პეტრა კვიტოვა

2

1

1

2:2

1

4.

ლუსი საფაროვა

2

0

2

0:4

0

0.138109