ფეხბურთი

17:00 | 28.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მასკერანო ორი მატჩით დასაჯეს

ესპანეთის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა “ბარსელონას” ნახევარმცველს ხავიერ მასკერანოს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.

არგენტინელი მოთამაშე “ეიბართან” მოგებული (3:1) მატჩის 83-ე წუთზე გვერდითი მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო გააძევეს. თავდაპირველად, საუბარი ოთხმატჩიან დისკვალიფიკაციაზე იყო, თუმცა კომიტეტმა შედარებით მსუბუქი სასჯელი გამოიტანა და ხავიერი “ელ კლასიკოში” თამაშს შეძლებს.

31 წლის არგენტინელი “ხეტაფესთან” (სტუმრად) და “ვილიარეალთან” (შინ) გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს.

მასკერანომ მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა.

0.117494