სხვა

16:40 | 28.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

კომპანია PSM ძალოსანთა ნაკრების წევრ ლაშა ტალახაძესთან ხელშეკრულება გააფორმა

კომპანია PSM (PRIME SPORTS MANAGEMENT) გააფორმა ხელშეკრულება საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ერთ-ერთ ლიდერთან, ლაშა ტალახაძესთან.

ამ ხელშეკრულების საფუძველზე PSM აღმოუჩენს სპორტსმენს ფინანსურ დახმარებას და აგრეთვე, იზრუნებს ფინანსური და ტექნიკური სპონსორების მოსაზიდად.

ზურაბ ბოქოლიშვილი (PSM-ის პრეზიდენტი): „კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სპორტისა და სპორტული ბიზნესის განვითარებას. ჩვენი ძალებით იქნა ორგანიზებული 2015 წლის აპრილში თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელმაც უმაღლესი შეფასება მიიღო მსოფლიოს და ევროპის ძალოსნობის ფედერაციებიდან.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ქალაქ თბილისის მერიასთან და რეგიონების თვითმართველობებთან ერთად იგეგმება რიგი მსხვილი საერთაშორისო შეჯიბრების გამართვა, რის შესახებაც უკვე არის გაკეთებული განაცხადები შესაბამის მსოფლიოს ფედერაციებში.

ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ქართველ სპორტსმენებს შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული პირობები შემდგომი წარმატებებისათვის.

ლაშა პირველი მაგალითია. ამ კუთხით აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას სპორტის სხვადასხვა სფეროში.

კომპანიის მაღალკვალიფიციური კადრები, უმსხვილესი საერთაშორისო პარტნიორები და მოტივაცია გვაძლევს მყარ საფუძველს, რომ ვითამაშებთ მნიშვნელოვან როლს ქვეყნის სპორტის განვითარების საქმეში“.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრესსამსახური

0.135213