გიორგი არაბიძე დონეცკის “შახტარის” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ლეგიონერია, ვისაც ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში უთამაშია. ქართველმა შემტევმა უკრაინის თასზე “ტერნოპოლთან” 17 წლის და 237 დღის ასაკში ითამაშა.
საერთოდ, დონბასური გუნდის რიგებში ყველაზე ახალგაზრდა ასაკში დებიუტი გენადი ზუბოვს ჰქონდა, რომელმაც “შახტარის” მაისური 1994 წლის 31 ოქტომბერს, 17 წლის და 50 დღისამ მოირგო.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მთლიან ჩამონათვალში მეხუთე ადგილზეა.
მოწინავე ხუთეული კი შემდეგნაირია:
გენადი ზუბოვი – 1994 წლის 31 ოქტომბერი, 17 წელი 50 დღე
ალექსანდრ ვოსკობოინიკი – 1993 წლის 8 აგვისტო, 17 წელი 194 დღე
დმიტრი მოლდოვანი – 2004 წლის 29 ოქტომბერი, 17 წელი 212 დღე
დმიტრი ჩიგრინსკი – 2004 წლის 19 ივნისი, 17 წელი 225 დღე
გიორგი არაბიძე – 2015 წლის 27 ოქტომბერი, 17 წელი 237 დღე