სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

13:47 | 28.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხურ დუელში კვიტოვამ იმარჯვა

სინგაპურში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე თეთრ ჯგუფში ჩეხმა პეტრა კვიტოვამ თავის თანამემამულე ლუსი საფაროვა 7:5, 7:5 დაამარცხა. შეხვედრამ საათსა და 49 წუთს გასტანა.

პირველ სეტში პეტრამ 6:5-ზე ბრეიკი შეასრულა და შეხვედრაში დაწინაურდა. მეორე სეტში საფაროვა 2-ბრეიკით 3:0 დაწინაურდა, თუმცა კვიტოვამ შეძლო სეტის შემობრუნება და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

პეტრამ 5 ეისი ჩააწოდა და 3 ორმაგი შეცდომდა დაუშვა, საფაროვას 4 ეისი ჰქონდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია. 2-გზის “უილბლდონის” ჩემპიონმა 146 გათამაშებიდან 78 მოიგო, საფაროვამ – 68.

დღეს თბილისის დროით 15:30 საათზე ამავე ჯგუფში ესპანელი გარბინე მუგურუზა, გერმანელ ანგელიკა კერბერს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.1277