ფეხბურთი

13:26 | 28.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოლოჩინის წითელი ბარათი გაუუქმეს

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ფაბრისიო კოლოჩინის წითელი ბარათი გაუუქმა, რომელიც “ნიუკასლის” კაპიტანმა “სანდერლენდთან” 0:3 წაგებულ შეხვედრაში მიიღო.

33 წლის არგენტინელი შეხვედრის მთავარმა მსაჯმა რობერტო მალიმ პირველი ტაიმის მიწურულს, სტივენ ფლეტჩერის წინააღმდეგ წესების დარღვევისთვის გააძევა და თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რის შემდეგაც მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს.

“ნიუკასლმა” მსაჯის გადაწყვეტილება ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაში გაასაჩივრა და დამოუკიდებელმა ექსპერტმა აღიარა, რომ მსაჯმა აშკარა შეცდომა დაუშვა და მცველს დისკვალიფიკაცია გაუუქმა.

ამრიგად, კოლოჩინი საკუთარი გუნდის მომდევნო მატჩს არ გამოტოვებს და 31 ოქტომბერს “სტოკ სიტისთან” ითამაშებს.

“ნიუკასლს” 10 ტურის შემდეგ მხოლოდ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 ადგილს იკავებს.

0.113239