საბერძნეთის ქალაქ ჰალკიდიკიში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნიკოლოზ კაჭარავამ მესამე გამარჯვება მოიპოვა. შედეგად, ქართველი მოჭადრაკე თავის ასაკობრივ კატეგორიაში ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდა.
3 შესაძლებლობიდან 2.5 ქულა დააგროვეს და ლიდერთა შორის იმყოფებიან: გიორგი სიბაშვილი, ნოე თუთისანი, თეა ჭოლაძე და დიანა ლომაია.